You are here:

ჩვენს შესახებ

ბეჭდვა PDF

   

   

    შ.პ.ს ”ნავტე+” წარმოადგენს ერთ–ერთ პირველთაგან სატრანსპორტო – ლოგისტიკურ კომპანიას რეგიონში, რომელიც დაარსდა 1999წ.-ს და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.

 

    კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთების საეთაშორისო გადაზიდვები, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ ნებისმიერი სხვა ტვირთის საკონტეინერო და მულტიმოდალურ/შერეულ გადაზიდვას საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტით, კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით “კარიდან კარამდე” პრინციპით.

  

    შ.პ.ს. “ნავტე+” მობილური კომპანიაა, რომელიც დაკოპლექტებულია ტრანსპორტის, ლოგისტიკის და საფინანსო დარგის კვალიფიცირებული კადრებით, აქვს წარმომადგენლობა ქ. ფოთში, ქ. ბათუმში, ქ.ერევანსა და ქ. ბაქოში.

 

    ჩვენ ვუწევთ ორგანიზებას საზღვაო გადაზიდვებს საქართველოს პორტებიდან (ბათუმი, ფოთი) –  ჯიო ტაუროს, პირეის, ბურგასის, ვარნას, კონსტანცას, სტამბულის, ოდესის, კავკაზის, ილიჩევსკის პორტებამდე და ასევე ბაქოს პორტიდან კასპიის ზღვის პორტების აქტაუს და თურქმენბაშის მიმართულებით. ტვირთების დანიშნულების ადგილამდე მიტანა ხორციელდება დაახლოებით: 70% რკინიგზის საშუალებით, 25% საავტომობილო და საკონტეინერო გადაზიდვებით, 5% ავია გადაზიდვებით. ვთანამშრომლობთ ევროპის და მეზობელი ქვეყნების ლოგისტიკურ და საზღვაო კომპანიებთან და დავიმკვიდრეთ თავი, როგორც საიმედო პარტნიორებმა. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფენ პროფესიონალური მომსახურების მაღალ ხარისხს, რაც მიღწეული იქნა მრავალწლიანი გამოცდილებით, საქმისადმი თანამედროვე მიდგომით, კვალიფიციური პერსონალით, მარკეტინგის ეფექტური  მართვით, თანამედროვედ აღჭურვილი ოფისისა  და მომსახურების სრული კომპლექსური საშუალებებით, ასევე სატრანსპორტო–საექსპედიტორო მომსახურების “ერთიანი გადახდის საშუალებით” ტვირთის გადაზიდვის მთელ მარშრუტზე.

   

   შ.პ.ს. “ნავტე+” მზადაა გაგიწიოთ კონსულტაციები ზემოაღნიშნულ სფეროებში და ითანამშრომლოს თქვენთან ურთიერთ ხელსაყრელი პირობებით.